1. მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა მეწარმის მიერ გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს, თუ არ დასტურდება ელექტრონულ მისამართზე განთავსებული შეტყობინების ადრესატის მიერ უფრო ადრე გაცნობა.
2. ელექტრონული მისამართი არის მეწარმესა და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის კომუნიკაციისა და მეწარმისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების მიზნით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში მეწარმისთვის მიკუთვნებული მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი.
3. იურიდიული მისამართისა და ელექტრონული მისამართის სტანდარტის განსაზღვრისა და ამ სტანდარტის შესაბამისად რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით დადგენილი წესები.
თავი IIIერთი პირის სამეწარმეო საზოგადოე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.08.2021).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესი 1. მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა მეწარმის მიერ გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს, თუ არ დასტურდება ელექტრონულ მისამართზე განთავსებული შეტყობინების ადრესატის მიერ უფრო ადრე გაცნობა. 2. ელექტრონული მისამართი არის მეწარმესა და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის კომუნიკაციისა და მეწარმისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების მიზნით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში მეწარმისთვის მიკუთვნებული მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი. 3. იურიდიული მისამართისა და ელექტრონული მისამართის სტანდარტის განსაზღვრისა და ამ სტანდარტის შესაბამისად რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით დადგენილი წესები. თავი IIIIIIერთი ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოებასაზოგადოე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON ENTREPRENEURS, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 04/08/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება