1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქციონერის ხმის უფლება განისაზღვრება აქციათა რაოდენობის მიხედვით.
2. აქციონერის ხმის უფლება წარმოიშობა აქციის სანაცვლოდ შენატანის სრულად განხორციელების მომენტიდან, თუ წესდებით დადგენილი არ არის ხმის უფლების წარმოშობა შენატანის ნაწილობრივ განხორციელების შემთხვევისთვის.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2023 კანონი №3720
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 196. აქციონერის ხმის უფლება 1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქციონერის ხმის უფლება განისაზღვრება აქციათა რაოდენობის მიხედვით. 2. აქციონერის ხმის უფლება წარმოიშობა აქციის სანაცვლოდ შენატანის სრულად განხორციელების მომენტიდან, თუ წესდებით დადგენილი არ არის ხმის უფლების წარმოშობა შენატანის ნაწილობრივ განხორციელების შემთხვევისთვის. ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აქციათა რეესტრის მწარმოებელ პირს მიაწოდოს ინფორმაცია შენატანის განთავსებულ აქციათა სანაცვლოდ განხორციელების შესახებ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON ENTREPRENEURS, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 04/08/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება