თავი VIII — სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა
1. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაცია შეიძლება გადმოტანილ იქნეს საქართველოში, ისე, რომ არ დაირღვეს მეწარმის საქმიანობის უწყვეტობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით.
3. საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს უფლება აქვს, მისი რეგისტრაცია გადაიტანოს უცხო ქვეყანაში, ისე, რომ არ დაირღვეს მეწარმის საქმიანობის უწყვეტობა, შემდეგი პირობების არსებობისას:
ა) ამ ქვეყანასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის აკრძალული აღნიშნულ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის სხვა ქვეყანაში გადატანა;
ბ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის წინააღმდეგ საქართველოში არ მიმდინარეობს სასამართლო დავა ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან სისხლის სამართლის საქმის წარმოება;
გ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის დროისთვის მეწარმეს საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიმართ საგადასახადო დავალიანება არ აქვს.
4. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა არის მეწარმის რეორგანიზაციის ტოლფასი და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის მომწესრიგებელი ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით.
5. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანისა და საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.
თავი IXსამეწარმეო საზოგადოების დაშლა. ხარვეზიანი საზოგადოე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.08.2021).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. სამეწარმეო საზოგადოების რედომიცილება 1. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაცია შეიძლება გადმოტანილ იქნეს საქართველოში, ისე, რომ არ დაირღვეს მეწარმის საქმიანობის უწყვეტობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით. 3. საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს უფლება აქვს, მისი რეგისტრაცია გადაიტანოს უცხო ქვეყანაში, ისე, რომ არ დაირღვეს მეწარმის საქმიანობის უწყვეტობა, შემდეგი პირობების არსებობისას: ა) ამ ქვეყანასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის აკრძალული აღნიშნულ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის სხვა ქვეყანაში გადატანა; ბ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის წინააღმდეგ საქართველოში არ მიმდინარეობს სასამართლო დავა ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან სისხლის სამართლის საქმის წარმოება; გ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის დროისთვის მეწარმეს საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიმართ საგადასახადო დავალიანება არ აქვს. 4. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა არის მეწარმის რეორგანიზაციის ტოლფასი და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის მომწესრიგებელი ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით. 5. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანისა და საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით. თავი IXIXსამეწარმეო სამეწარმეო საზოგადოების დაშლა. ხარვეზიანი საზოგადოებასაზოგადოე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON ENTREPRENEURS, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 04/08/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება