თავი IX — სამეწარმეო საზოგადოების დაშლა. ხარვეზიანი საზოგადოება
1. ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას ლიკვიდატორები სარგებლობენ იმავე უფლებებით და ეკისრებათ იგივე მოვალეობები, რომლებიც აქვთ ხელმძღვანელ პირებს, გარდა კონკურენციის აკრძალვისა. ლიკვიდატორებზე ვრცელდება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება.
2. ლიკვიდატორები ვალდებული არიან დაასრულონ მიმდინარე საქმეები, მოახდინონ აქტივების რეალიზაცია და შეასრულონ სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებები. ლიკვიდატორებს უფლება აქვთ, დადონ ახალი გარიგებები, თუ ეს ლიკვიდაციისთვის აუცილებელია.
3. ლიკვიდატორებმა დანიშვნისთანავე უნდა შეადგინონ ბალანსი ლიკვიდაციის დაწყების დღის მდგომარეობი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.08.2021).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON ENTREPRENEURS, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 04/08/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება