1. წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოებისას საქართველოს კანონით „წიაღის შესახებ” დადგენილი წესების მოთხოვნების და ნორმების დაცვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებების, ორგანიზაციების, აგრეთვე წარმოებების და ცალკეულ მოქალაქეთა მიერ;
2. ძებნითი, ძიებითი, კვლევითი და წიაღის გეოლოგიური შესწავლის სხვა სამუშაოთა მეცნიერულ დასაბუთებაზე, მათ შესაბამისობაზე საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმებთან, გეგმურ დავალებებთან დამტკიცებულ გეოლოგიური სამუშაოების მართვის პროგრამებთან, პროექტებთან და მოცულობებთან;
3. სამუშაოთა წარმოებისათვის პროექტით გათვალისწინებული მეთოდიკისა და ტექნოლოგიის დაცვაზე: ძებნითი, ძიებითი და წიაღის გეოლოგიური შესწავლის სხვა სამუშაოთა დადგენილი სტადიურობის დაცვაზე, ხარისხზე, კომპლექსურობასა და ეფექტიანობაზე;
4. წიაღის გეოლოგიური შესწავლისათვის ტექნიკურ საშუალებათა და სამუშაოთა წარმოების მეთოდების და ხერხების სწორად გამოყენებაზე;
5. წიაღის გეოლოგიური აგებულების, დაძიებული საბადოების დამუშავების, სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკონომიკური და სხვა პირობების შესწავლაზე;
6. გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ჩატარების პროცესში დადგენილი ძირითადი და მასთან ერთად განლაგებულ სასარგებლო წიაღისეულისა და მასში შემავალი კომპონენტების მარაგების რაოდენობისა და ხარისხის განმსაზღვრელი მონაცემების სისრულეზე და უტყუარობაზე;
7. წიაღის გეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა სახის სამუშაოთა სახელმწიფო რეგისტრაციის დროულობასა და სისრულეზე;
წიაღის გეოლოგიური შესწავლის პროცესში გამოღებული ქანებისა და სასარგებლო წიაღისეულის დაცვაზე მათი შემდგომი გამოყენებისათვის;
8. იმ საძიებო სამთო გამონამუშევრებისა და ჭაბურღილების დაცვაზე, რომელთა გამოყენება შეიძლება საბადოების დამუშავებისას და ჭაბურღილების ლიკვიდაციაზე, დადგენილი წესით;
9. გეოლოგიური და საშემსრულებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის, ქანებისა და მადნის ნიმუშების, კერნის, ეტალონური კოლექციებისა და სასარგებლო წიაღისეულის სინჯების დუბლიკატების დაცვაზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს წიაღის შემდგომი შესწავლის, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ძიებისა და დამუშავების დროს, აგრეთვე იმ მიზნებისათვის სარგებლობისას, რომელიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.10.2001
მუხლი 6. საქგეოლკონტროლი „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს კონტროლს:
თავი II — საქგეოლკონტროლის ძირითადი ამოცანები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 41. წიაღის შესწავლის ძირითადი მოთხოვნები
- მუხლი 29. საკუთრება წიაღის შესახებ ინფორმაციაზე
- მუხლი 24. წიაღის სახელმწიფო კადასტრი
- მუხლი 48. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან იმ მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაცია და კონსერვაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან
- მუხლი 37. წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე
- მუხლი 28. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. სამმართველო ვალდებულია:
- მუხლი 10. გეოლოგიის სამმართველოს ურთიერთობა სხვა დანაყოფებთან განისაზღვრება ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების, ფუნქციონალური მოვალეობებისა და უფლებების საფუძველზე და რეგულირდება გეოლოგიის სახელმწიფო დეპა
- მუხლი 11. გეოლოგიის სამმართველოს ურთიერთობა დეპარტამენტის სხვა სამმართველოებთან აგებულია თანასწორუფლებიანობის საფუძველზე
- მუხლი 1. სახელმწიფო გეოლოგიური კონტროლის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გეოლოგიური სამუშაოების
- მუხლი 2. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლს გეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს „საქგეოლოგიის” სტრუქტურაში შემავალი და მის იურისდიქციაში მყოფი სახელმწიფო გე
- მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში და კონტინენტურ შელფზე უზრუნველყოს:
- მუხლი 7. საქგეოლკონტროლი ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობას წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოებისადმი, რომელსაც ასრულებენ წიაღით მოსარგებლე სამინისტროები და უწყებები, აგრეთვე საწარმოები და მოქალაქეე
- მუხლი 8. საქგეოლკონტროლი ვალდებულია განიხილოს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოებისათვის დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესრულებასთან, უზრუნველყოს საერთო სახელმწიფოებრი
- მუხლი 9. საქგეოლკონტროლს მის წინაშე დასმული ამოცანებისა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს:
- მუხლი 10. თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ გეოლოგიურ კონტროლს, უფლება აქვთ:
- მუხლი 4. სამმართველოს უფროსი არის დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს – კოლეგიის, სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს და მარაგების სახელმწიფო კომისიის წევრი, ხელმძღვანელობს სტს-ს ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის სექც
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2001. გამოქვეყნება: სსმ, 119, 06/11/2001.
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №36-საწ, 29.10.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.12.202.005.033 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52990/muxli-6-3/