1. გეოლოგიური სამუშაოების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებისათვის პერსპექტიული და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და საობიექტო გეგმების შედგენა;
2. გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების გაშლისათვის დასაბუთებების პერმანენტული სრულყოფა, პერსპექტიული ობიექტების სისტემატური პოპულარიზაცია, მათი ამოქმედებისათვის აუცილებელი ინვესტიციების მოზიდვაში მონაწილეობა;
3. მინერალურ-რესურსულ სფეროში (მყარი წიაღისეული) დეპარტამენტისა და მართვის უფლებით გადმოცემული ორგანიზაციების საქმიანობის გეოლოგიური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებების შემუშავებაში სისტემატური მონაწილეობა;
4. სახელმწიფო დაკვეთების შესაბამისობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ შემსრულებელი ორგანიზაციებისაგან ანგარიშების მიღება, მათი ანალიზი და დეპარტამენტის საერთო ანგარიშებში ჩასართველად მომზადება;
5. მყარი სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის, ტექნოლოგიის და ეკონომიკის სფეროებში, აგრეთვე რეგიონული გეოლოგიის სფეროში, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის დასაბუთებების მომზადება.
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.10.2001
მუხლი 8. სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
თავი II — გეოლოგიის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
- მუხლი 8. სამმართველოს მოვალეობებია:
- მუხლი 9. მიიღოს მონაწილეობა:
- მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ. სამმართველოს უფროსი არის დეპარტამენტის სათათბირო
- მუხლი 5. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, პარლამენტის დადგენილებებით, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით და სხ
- მუხლი 7. სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: გეოლოგიური (გარდა ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური) სამუშაოების სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღება, სამუშაოების მეთოდური ხელმძღვანე
- მუხლი 9. სამმართველო ვალდებულია:
- მუხლი 10. გეოლოგიის სამმართველოს ურთიერთობა სხვა დანაყოფებთან განისაზღვრება ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების, ფუნქციონალური მოვალეობებისა და უფლებების საფუძველზე და რეგულირდება გეოლოგიის სახელმწიფო დეპა
- მუხლი 11. გეოლოგიის სამმართველოს ურთიერთობა დეპარტამენტის სხვა სამმართველოებთან აგებულია თანასწორუფლებიანობის საფუძველზე
- მუხლი 1. სახელმწიფო გეოლოგიური კონტროლის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გეოლოგიური სამუშაოების
- მუხლი 2. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლს გეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს „საქგეოლოგიის” სტრუქტურაში შემავალი და მის იურისდიქციაში მყოფი სახელმწიფო გე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2001. გამოქვეყნება: სსმ, 119, 06/11/2001.
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №36-საწ, 29.10.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.12.202.005.033 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52990/muxli-8-2/