მუხლი 6. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ან/და „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული პირების წერილი;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ე) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ვ) ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან, პოლიციიდან ან სხვა დაწესებულებიდან ( უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის
ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №17, 29.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016499 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5337246/muxli-6-4/