თავი XIV — საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევა, თანამდებობიდან გადაყენება და გადადგომა. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა
1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მათი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/03/2022.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება