1.
სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ.
2.
სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ თუ იგი:
ა)
სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;
ბ)
ხმარობს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს;
გ)
მისი გამოსვლა შეიცავს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული სახის მოწოდებებს;
დ)
სარგებლობს მობილური ტელეფონით, ან ხმამაღლა საუბრობს, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;
ე)
ემოციურად გამოხატავს თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 69. წესრიგისკენ მოწოდება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 63. დებატების შეზღუდვის შემთხვევები
- მუხლი 64. დებატების შეწყვეტა ან გადავადება
- მუხლი 65. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში
- მუხლი 66. დასკვნითი სიტყვა
- მუხლი 67. სხდომაზე წესრიგის დაცვა
- მუხლი 68. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
- მუხლი 71. გაფრთხილება ოქმში შეტანით
- მუხლი 72. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე
- მუხლი 74. საკრებულოს წევრის უფლება კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ
- მუხლი 75. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება კენჭისყრის პროცედურაზე
- მუხლი 76. სარეიტინგო კენჭისყრა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/03/2022.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 69, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-69/