1. ქარსაფარი ზოლის აღდგენილი/გაშენებული ფართობების შეფასება მოიცავს შუალედურ მონიტორინგსა და საბოლოო შეფასებას.
2. აღრიცხვა-შეფასების ჩატარებისას დგინდება როგორც ფართობებზე არსებული რეალური მდგომარეობა, ასევე ქარსაფარი ზოლის ტერიტორიაზე განხორციელებული აღდგენის ღონისძიებების აღდგენის პროექტთან შესაბამისობა.
3. შუალედური მონიტორინგი ხორციელდება ქარსაფარი ზოლის აღდგენის/გაშენების ღონისძიებების განხორციელების პროცესში.
4. საბოლოო შეფასება ხორციელდება ქარსაფარი ზოლის აღდგენიდან/გაშენებიდან ერთი სავეგეტაციო პერიოდის დასრულების შემდგომ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №146, 24.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 370010010.10.003.023356 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5417593/muxli-11/