2. VII-IX კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემების შრიფტული გაფორმება სწავლების წლის მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 11-ში მოცემულ მოთხოვნებს.
3. I-VI კლასებისათვის განკუთვნილ გამოცემებში დაუშვებელია ორსვეტიანი წყობის გამოყენება.
4. VII კლასებისათვის განკუთვნილ გამოცემებში ორსვეტიანი წყობა დასაშვებია მხოლოდ დამატებითი ტექსტისათვის დანართი 1-ის ცხრილ 11-ში მოცემული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, გარდა სტრიქონების სიგრძისა. სტრიქონების სიგრძე ორ სვეტში უნდა იყოს არანაკლებ 3 1/2 კვადრატი, მანძილი სვეტებს შორის – არანაკლებ 9მმ.
5. I-VI კლასების გამოცემათა ტექსტში შემავალ ცხრილებში სტრიქონის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 3 1/2 კვადრატი, სვეტებს შორის მანძილი 12მმ, VII კლასების გამოცემებში არანაკლებ 2 3/4 კვადრატი, სვეტებს შორის მანძილი 6მმ; VIII-XII კლასების გამოცემებში არანაკლებ 1 3/4 კვადრატი, სვეტებს შორის მანძილი არანაკლებ 6მმ.
6. თვალსაჩინოებები (გრაფიკი, სქემა, ცხრილი დიაგრამა და სხვა) I-VI კლასების გამოცემებში უნდა დაიბეჭდოს. 27-ე მუხლის პუნქტ 6-ში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო VII-XII კლასების გამოცემებში – 27-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.
7. I-VI კლასების გამოცემებში გამოყოფილი ტექსტისა და დავალების კითხვების შრიფტის კეგელი და ინტერლინიაჟის გადიდება უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 10-ში მოცემულ მოთხოვნებს. ამასთან შრიფტის კეგელი ძირითადი ტექსტის შრიფტის კეგელზე ნაკლები არ უნდა იყოს.
8. ასოითი და რიცხვითი ფორმულების შრიფტული გაფორმება უნდა შეესაბამებოდეს 27-ე მუხლის 1-ლ პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს.
9. ქიმიური ფორმულების ძირითადი ელემენტების შრიფტის კეგელი ძირითადი ტექსტის შრიფტის კეგელზე ნაკლები არ უნდა იყოს. ფორმულის დამხმარე ელემენტების შრიფტის კეგელი უნდა იყოს არა ნაკლებ 6 პუნქტი. ინტერლინიაჟის გადიდება უნდა იყოს არანაკლებ 4 პუნქტი – VII-IX კლასების გამოცემებში და არანაკლებ 2 პუნქტი – X-XII კლასების გამოცემებში. ინტერლინიაჟის გადიდება ტექსტში, რომელშიც არის ქიმიური ფორმულები, შეიძლება არ იყოს ერთნაირი ხაზზე.
სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2002
მუხლი 28. 1. I-VI კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემების შრიფტული გაფორმება სწავლების წლის და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 10-ში მოცემულ მოთხოვნებს
თავი VII — ჰიგიენური მოთხოვნები I-VI, VII-IX და X-XII კლასების საბუნებისმეტყველო დისციპლინების გამოცემათა შრიფტული გაფორმებისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. სასწავლო გამოცემაზე აუცილებელია დატანილ იქნეს შემდეგი მონაცემები:
- მუხლი 23. მოთხოვნები დედაენისა და წერის დედანის მიმართ
- მუხლი 24. მოთხოვნები I-VI კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემებისადმი
- მუხლი 25. მოთხოვნები VII-IX და X-XII კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემებისადმი
- მუხლი 26. მოთხოვნები I-VI კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემებისადმი
- მუხლი 27. მოთხოვნები VII-IX და X-XII კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემებისადმი
- მუხლი 29. 1. სასწავლო დისციპლინისა და გამოცემათა ფუნქციური დანიშნულების მიხედვით შრიფტის კეგელი, ინტერლინიაჟის, სტრიქონის სიგრძის და გარნიტურის გადიდება უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 12-ში მოცემულ მოთხ
- მუხლი 30. გამოცემათა დასამზადებლად გამოყენებულ როგორც სამამულო, ასევე იმპორტული წარმოების პოლოგრაფიულ მასალებზე, წარმოდგენილი უნდა იქნეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მათი უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები
- მუხლი 31. 1. გამოცემათა დასამზადებლად საჭიროა გამოყენებული იქნეს ქაღალდი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ წიგნების დასაბეჭდად (ოფსეტური, ტიპოგრაფიული, საწიგნო-საჟურნალო და სხვ.) სითეთრის მაჩვენებლით – 74-88%. არ არ
- მუხლი 32. 1. სასწავლო გამოცემების სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზა ტარდება ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით
- მუხლი 29. სპეციალური დისციპლინის გამოცემისათვის
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002. გამოქვეყნება: სსმ, 83, 15/08/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 28, №215/ნ, 05.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.11.119.005.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54190/muxli-28/