2. დამხმარე სახელმძღვანელო – სასწავლო გამოცემა, რომელიც წარმოადგენს დამატებას ან ნაწილობრივ ცვლის სახელმძღვანელოს.
3. პრაქტიკუმი – სასწავლო გამოცემა, რომელშიც მოცემულია პრაქტიკული დავალებები და სავარჯიშოები, რომელიც ხელს უწყობს განვლილი მასალის ათვისებას.
4. ქრესტომათია – დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს მხატვრულ-ლიტერატურულ, ისტორიულ და სხვა ნაწარმოებებს, ან მათ ნაწყვეტებს, რომელიც სასწავლო დისციპლინის შესწავლის ობიექტს წარმოადგენს.
5. კომბინირებული გამოცემა – გამოცემა, რომელიც ნაბეჭდი ტექსტის გარდა შეიცავს ხმოვან ჩანაწერებს (დისკეტები, ფირფიტები) და გამოსახულებებს (სლაიდები, კინოფირები).
6. მინდორი – დაუბეჭდავი ადგილი ფურცელზე.
7. ტექსტის შრიფტული გაფორმება – (ძირითადი, დამატებითი, გამოყოფა) განისაზღვრება შემდეგი პარამეტრების კომპლექსით: გარნიტურა, კეგელი და შრიფტის ტევადობა, ინტერლინიაჟის გადიდება, სტრიქონის სიგრძე.
8. ძირითადი ტექტსი – ტექსტი, რომელშიც გადმოცემულია სასწავლო გამოცემის ძირითადი შინაარსი.
9. დამატებითი ტექსტი – ტექსტი, რომელიც თან ახლავს ძირითად ტექსტს (პრაქტიკული დავალებები, კითხვები თემის გარშემო, ცხრილები, შენიშვნები, დანართები და სხვ.).
10. ტექსტის გამოყოფა – ტექსტის ნაწილების პოლიგრაფიული გაფორმების შეცვლა (ფრაზების ან ცალკეული სიტყვების, ასოების, ნიშნების) მთლიან ტექსტთან შედარებით, რაც საჭიროა მკითხველის ყურადღების მისაპყრობად.
11. წარწერები ილუსტრაციებზე (წარწერები ნახატზე) – ტექსტი, რომელიც წარმოადგენს ილუსტრაციის სიტყვიერ განმარტებას (სათაური, შინაარსი, პირობითი ნიშნების გაშიფვრა და სხვა), რაც საშუალებას იძლევა ილუსტრაცია განხილულ იქნას როგორც ტექსტისგან დამოუკიდებლად, ასევე ტექსტთან ერთად, რომელსაც ის ერთვის.
12. შრიფტის გამოკვეთა – ნათელი შრიფტი შავ ან ფერად ფონზე.
13. შრიფტების ჯგუფი – ერთნაირი გრაფიკული წყობის მქონე შრიფტები. გოსტ 3489.1-71 შესაბამისად, შრიფტები იყოფა რამდენიმე ჯგუფად, ხოლო თითოეული ჯგუფის შიგნით შრიფტები იყოფა გარნიტურებად.
14. გარნიტურა – შრიფტების კომპლექტი, რომელთაც ახასიათებთ ასოების მოხაზვის ერთნაირი სტილი. თითოეული გარნიტურის შრიფტი განსხვავდება მოხაზულობით და ზომით (კეგელი).
15. გარნიტურის მოხაზულობა – ერთი გარნიტურის ნიშნების კომპლექტი, რომელიც განსხვავდება:
ა) ნიშნების სისქით (ნათელი, ნახევრად შავი და შავი შრიფტი);
ბ) ნიშნების დახრილობით (პირდაპირი, დახრილი და კურსივი შრიფტი).
16. კეგელი – შრიფტის ზომა, იზომება პუნქტებით.
17. შრიფტის ტევადობა – ნიშნების რაოდენობა, რომელიც თავსდება 1 კვადრატი სიგრძის მქონე სტრიქონში.
18. ინტერლინიაჟი – მანძილი სტრიქონებს შორის, რომელიც იზომება პუნქტებით.
19. პუნქტი – სიგრძის ერთეული, ტიპოგრაფიული საზომი ერთეულების სისტემაში, შეესაბამება 0,376მმ.
20. კვადრატი – სიგრძის ერთეული, ტიპოგრაფიული საზომი ერთეულების სისტემაში, შეესაბამება 48 პუნქტს (18,04მმ).
21. სახასიათო გვერდები - გვერდები, ერთგვაროვანი შრიფტული და (ან) ილუსტრაციული გაფორმებით, რომელიც ხშირად გვხდება სასწავლო გამოცემებში.
22. პოლიგრაფიული მასალები – მასალები, რომლებიც გამოიყენება სასწავლო გამოცემის დასამზადებლად (ქაღალდი, ყდები-მუყაო, გარეკანის ფურცლები და სხვა; საღებავები, ფირები და სხვა).
სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2002
მუხლი 6. 1. სახელმძღვანელო – სასწავლო გამოცემა, რომელშიც მოცემულია სასწავლო დისციპლინის შინაარსი და ოფიციალურად დაშვებულია, როგორც გამოცემის მოცემული ტიპი
თავი II — ტერმინები და განსაზღვრებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები (შემდგომში სანიტარიული წესები) შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების, აგრეთვე "სასკოლო სახელმძღვანელოებ
- მუხლი 2. სანიტარიული წესები ადგენენ მოთხოვნებს სასწავლო გამოცემების (სახელმძღვანელოები, დამხმარე სახელმძღვანელოები, პრაქტიკუმები და სხვა) წონის, შრიფტისა და ბეჭდვის ხარისხისადმი, აგრეთვე მოთხოვნებს პოლიგრაფიულ
- მუხლი 4. სანიტარიული წესები არ ვრცელდება გამოცემებზე, რომლებსაც არ გააჩნია საქართველოს განათლების სამინისტროს გრიფი და ასევე, საკორექციო-საგანმანათლებლო სპეციალიზებული დაწესებულებებისათვის განკუთვნილ გამოცემებ
- მუხლი 5. 1. სახელმწიფო ზედამხედველობას, მოცემული სანიტარიული წესების დაცვაზე, ახორციელებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური
- მუხლი 7. 1. სასწავლო დისციპლინების გამოცემები ინფორმაციის გადმოცემის ხასიათის მიხედვით იყოფა:
- მუხლი 8. 1. სასწავლო გამოცემები, ფუნქციური დანიშნულების მიხედვით (გოსტ 7.60-90) იყოფა:
- მუხლი 9. 1. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ”განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასწავლო გამოცემები განეკუთვნება შემდეგ საფეხურებს:
- მუხლი 10. 1. აკრძალულია სასკოლო სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელიც შეიცავს მასალებს ერთად სწავლების ორი საფეხურისათვის (ასაკობრივი ჯგუფისათვის)
- მუხლი 11. 1. სასწავლო გამოცემები იბეჭდება ფორმატებზე გოსტ-5773-90 შესაბამისად, დანართი 1-ის ცხრილი 1-ის მიხედვით:
- მუხლი 12. 1. სასწავლო გამოცემის წონა უნდა იყოს არაუმეტეს:
- მუხლი 13. 1. სასწავლო გამოცემას შეიძლება ჰქონდეს რბილი ან მაგარი ყდა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002. გამოქვეყნება: სსმ, 83, 15/08/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №215/ნ, 05.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.11.119.005.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54190/muxli-6/