2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ისეთ შერეული მიზნის ხელშეკრულებაზე, რომელშიც პირადი მოხმარების ინტერესი კომერციულ ინტერესზე უპირატესია. ხელშეკრულებაში ინტერესის უპირატესობასთან დაკავშირებული ბუნდოვანება მომხმარებლის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
3. მომხმარებლის უფლებების დასაცავად უპირატესობა ენიჭება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ სპეციალურ კანონმდებლობას, თუ იგი არ აუარესებს მომხმარებლის ამ კანონით დადგენილ უფლებებს. ეს დათქმა არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ მან ერთი და იმავე დარღვევისთვის სხვადასხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სანქციების დუბლირება გამოიწვიოს.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ხელშეკრულებაზე, რომლითაც მოვაჭრე მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე მომხმარებელთან დებს ისეთ ხელშეკრულებას, რომელშიც მოვაჭრის კომერციული ინტერესი უპირატესი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 29.03.2022).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფეროსფერო1. 1. ეს კანონი განსაზღვრავს იმ მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგად პრინციპებს, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობას ამყარებს მოვაჭრესთან მისი საქონლის ან მომსახურების პირადი მოხმარების მიზნით გამოსაყენებლად. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ისეთ შერეული მიზნის ხელშეკრულებაზე, რომელშიც პირადი მოხმარების ინტერესი კომერციულ ინტერესზე უპირატესია. ხელშეკრულებაში ინტერესის უპირატესობასთან დაკავშირებული ბუნდოვანება მომხმარებლის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. 3. მომხმარებლის უფლებების დასაცავად უპირატესობა ენიჭება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ სპეციალურ კანონმდებლობას, თუ იგი არ აუარესებს მომხმარებლის ამ კანონით დადგენილ უფლებებს. ეს დათქმა არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ მან ერთი და იმავე დარღვევისთვის სხვადასხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სანქციების დუბლირება გამოიწვიოს. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ხელშეკრულებაზე, რომლითაც მოვაჭრე მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე მომხმარებელთან დებს ისეთ ხელშეკრულებას, რომელშიც მოვაჭრის კომერციული ინტერესი უპირატესია.უპირატესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — Law of Georgia
On the Protection of Consumer Rights, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: Website, 06/04/2022.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება