1. ვიბროსაშიში პროფესიის მუშები, რომლებსაც პერიოდული სამედიცინო გასინჯვების დროს გამოუვლინდებათ ვიბრაციის მოქმედების ცალკეული ნიშნები, ექვემდებარებიან დისპანსერულ აღრიცხვას, პროფილაქტიკური ხასიათის ამბულატორიულ მკურნალობას წელიწადში ორჯერ, წარმოებისაგან მოუწყვეტლად (ჯანპუნქტში, ან სამედიცინო-სანიტარიულ ნაწილში).
2. ვიბრაციულ დაავადებაზე საეჭვო პირების დიაგნოზის დაზუსტების, დაავადებასა და პროფესიას შორის კავშირის დასადგენად საჭირო დოკუმენტაციით იგზავნებიან პროფპათოლოგიურ კლინიკაში, შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში.
3. ვიბრაციული დაავადების I ხარისხის დროს, როდესაც დასნებოვნებული პირი მუშაობას აგრძელებს ვიბრაციასთან კონტაქტში, სტაციონარული მკურნალობა უტარდება წელიწადში ერთჯერ სპეციალიზებულ დაწესებულებაში – შრომის უუნარობის ფურცლის გაცემით.
4. სტაციონარში ყოფნის ვადა, საექსპერტოდ ვიბრაციულ დაავადებაზე საეჭვო პირების გამოკვლევისას, არ უნდა აღემატებოდეს 10-12 დღეს, ხოლო მკურნალობის კურსის ჩატარებისას – 23-25 დღეს. გართულებული ფორმების (მხარ-კისრის პლექსოპათია, კისრისა და გულ-მკერდის რადიკულოპათია და სხვ.) და ასევე თანმხლები დაავადებების, სტაციონარში დაყოვნების პერიოდი შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი, რომლებიც ვიბრაციული დაავადების განვითარებისათვის რისკის-ფაქტორს წარმოადგენენ (კისრის მალების ოსტეოქონდროზი, ჰიპერტონიული დაავადება, გულის იშემიური დაავადება, სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევროპათია და სხვ.).
5. დროებითი გადაყვანა სხვა სამუშაოზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ვიბრაციის, გადაცივების და სხვა მავნე პროფესიული ფაქტორების მოქმედებასთან, ხორციელდება პროფესიული შრომის უუნარობის ფურცლის გაცემით. ეს უკანასკნელი გაიცემა მხოლოდ დადგენილი დიაგნოზის დროს, წელიწადში არა უმეტეს 2 თვისა. იგი გაიცემა ამბულატორიული მკურნალობისათვის და ასევე სტაციონარიდან გაწერის შემდეგ მკურნალობის დასამთავრებლად სამედიცინო-სოციალური საექსპერტო კომისიის დასკვნის შედეგად. ამბულატორიული მკურნალობის კურსის ჩატარება მიზანშეწონილია წელიწადში ორჯერ, ჯანპუნქტის, პოლიკლინიკის, სამედიცინო-სანიტარიული ნაწილის პირობებში
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 19. დროებითი შრომის უუნარობის ექსპერტიზა
თავი IV — საექიმი შრომითი ექსპერტიზა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. გლობალური ელექტრომიოგრაფია რეკომენდებულია სენსომოტორული სისტემის შესაფასებლად. ჩაწერა ხდება ელექტროენცეფალოგრამაზე და სხვასდასხვა მარკის ელექტრომიოგრაფზე. ამ მეთოდს მაღალი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა ენ
- მუხლი 13. სტიმულაციური ელექტრომიოგრაფია („მედიკორი”, „დიზას” ფირმის ელექტრომიოგრაფი) საშუალებას იძლევა განისაზღვროს ნერვულ ბოჭკოებში აგზნების გავრცელების სიჩქარე. რეკომენდებულია აგზნების გავრცელების სიჩქარის გა
- მუხლი 14. რეოგრაფია საშუალებას იძლევა შევაფასოთ სისხლძარღვთა ტონუსი და პულსური სისხლსავსეობის ინტენსივობა. რეოგრაფიულ მრუდში გათვალისწინებულია რეოგრაფიული ტალღის ფორმა, მისი მწვერვალების ხასიათი, დიკროტიკული კბ
- მუხლი 16. რეოპლეტიზმოენცეფალოგრაფია სტადიონის პირობებში ვენოოკლუზიური გაზომვებით გამოიხატება თავის ტვინის ქერქის რეგიონალური სისხლით მომარაგებისა და მამოძრავებელი ანალიზატორის ზონის სისხლით მომარაგების შეფასები
- მუხლი 17. ელექტროენცეფალოგრაფია. ჩაწერა წარმოებს მოსვენებულ მდგომარეობაში ფუნქციური დატვირთვის ფონზე. რეკომენდებულია ნეიროდინამიკური დარღვევების (თავის ტვინის ქერქის ელექტროგენეზი) ხარისხის შესაფასებლად, განსაკ
- მუხლი 18. კამპიმეტრია - მხედველობის ველის განსაზღვრა, ბრმა ლაქის ზომების შესწავლა საშუალებას იძლევა ანგიოსპაზმის გენერალიზაციის ხარისხის დასადგენად. ოფთალმოსკოპია და ბიომიკროსკოპია: გამოიყენება ბროლში შემღვრევე
- მუხლი 20. შრომის უნარის მყარი დაქვეითების ექსპერტიზა
- მუხლი 21. 1. სამკურნალო კომპლექსის შერჩევისას აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა: დაავადების ფორმის და გამოხატვის ხარისხის გათვალისწინება. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაავადების ადრეულ სტადიაში
- მუხლი 22. 1. ვიბრაციული დაავადების მკურნალობის დროს ეფექტურია კომპლექსური თერაპია – მედიკამენტების გამოყენების შერწყმა მკუნალობის ფიზიკურ და რეფლექტორულ მეთოდებთან. ვიბრაციული დაავადების საწყისი ფორმის (I ხარის
- მუხლი 23. 1. ვიბრაციული დაავადების პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს მომუშავეთა ორგანიზმზე არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედების გამორიცხვას, მათი სანიტარიული ნორმების დაცვას, შრომის სწორ ორგანიზაციას. მუშები
- მუხლი 25. ზომიერად გამოხატული (II ხარისხი)
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002. გამოქვეყნება: სსმ, 97, 30/09/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-19/