,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №166 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№100
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 01/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №100

2009 წლის 28 მაისი ქ. თბილისი

,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს     №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №166 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №166 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №109, მუხლი 1209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. გარდამავალი დებულება

2009 წლის 5 სექტემბრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ,,ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყ-ნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი        ნ. გილაური