მუხლი 1 წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს სტომატოლოგიური პროფილის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულების მოწყობის, აღჭურვის, ექსპლოატაციის, მომუშავე პერსონალის შრომის დაცვისა და პირადი ჰიგიენისადმი. მათი დაცვა ევალება ყველა სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივ გაერთიანებას, ორგანიზაციას, დაწესებულებას უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად.🔗