თავი II — მუნიციპალიტეტის ასევე, მის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გადარგვა
1.ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების გათვალისწინებით, 25 სმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვის თაობაზე უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით:
ა) სახეობა;
ბ) ხნოვანება;
გ) დიამეტრი;
დ) სიმაღლე;
ე) მდგომარეობა;
ვ) არსებული გარემო პირობები;
ზ) გადასარგავი ტერიტორიის შეფასება.
2. დიდტანიანი მწვანე ნარგავის გადარგვის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ინდივიდუალურად შედგენილი მცენარეების გადარგვის აგროტექნიკური მეთოდოლოგია და წერილობითი დასტური იმ პირისგან (ფიზიკური/იურიდიული), რომელსაც გააჩნია დიდტანიანი მწვანე ნარგავის გადარგვის შესაბამისი სპეციალური ტექნიკა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №11-58, 10.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016998 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5492701/muxli-5-2/