თავი VII — საკრებულოს თანამდებობის პირების შვებულებით სარგებლობისა და საკრებულოს წევრების მივლინების წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო .
2. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შესაძლებელია გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი .
3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების მიერ შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ , ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით , რაც უახლოეს სხდომაზე უნდა ეცნობოს საკრებულოს
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2022.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება