2. ცოცხალი თევზი და მოსაშენებელი (გასაშვები) თევზის მასალა (ლიფსიტები) გადაიზიდება ცოცხალი თევზის გადამზიდ სარეფრიჟერატორო სექციებში, ტვირთგამგზავნის გამყოლითურთ და მისი პასუხისმგებლობით.
3. კიბო გადაიზიდება ყუთებში, რომელსაც დატანებული აქვს საცირკულაციო ღიობები, თითოში 100 – 150 ცალი. ტარაში კიბოს ჩაწყობისას, მათ შუა აწყობენ მშრალ ხავსს, სუფთა მშრალ წყალმცენარეებს ან თივას. დრო, კიბოს დაჭერასა და დატვირთვას შორის, არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს. ჩატვირთვამდე კიბოები უნდა ინახებოდეს საჩრდილობლის ქვეშ ან დახურულ შენობაში.
4. გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ცოცხალი კიბო. ლიმანის, ტბის და გუბურის კიბოები გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს 2 დღის, ხოლო მდინარის კიბო – 6 დღემდე გადაზიდვის ვადით.
5. თევზისა და თევზპროდუქტების სარეფრიჟერატორო ვაგონებში გადაზიდვის ზღვრული ვადა, წლის პერიოდების მიხედვით, აღნიშნულია ამ წესების დანართში
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 245. 1. ყოველგვარი ცოცხალი თევზი და მოსაშენებელი (გასაშვები) თევზის მასალა (ლიფსიტები), სადგურში დასატვირთად შეტანამდე, უნდა იმყოფებოდნენ ოჩხებში და სათანადოდ მოამზადონ გადაზიდვის პირობებისთვის. გადასაზიდა
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 239. 1. გაყინული თევზის კეთილხარისხოვნების ნიშნებია:
- მუხლი 240. 1. გაცივებული თევზი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებით, ყუთებში ან მშრალი ტარის კასრებში. ზუთხისებრი და ორაგულისებრი თევზი იწყობა მხოლოდ ყუთებში
- მუხლი 241. 1. გადასაზიდად წარდგენილი თევზი და ქაშაყი – დამარილებული, დამარილებულ-შეკმაზული და მარინადი, შეფუთული უნდა იყოს ხის, პოლიმერ ჩასასხმელ ან მშრალი ტარის ყუთებში, რომელთა ტევადობა შეადგენს არა უმეტეს 50
- მუხლი 242. 1. ცივად და ცხლად შებოლილი თევზი, ზურგიელის ნაწარმი, მზეზე გამოყვანილი და სხვა თევზეული გადაიზიდება მხოლოდ ტარაში
- მუხლი 243. 1. გაყინული კიბორჩხლის ჩხირების პაკეტები, მოხარშულ-გაყინული კიბორჩხალა და კრევეტები იწყობა ყუთებში, რომლებსაც მსხვილი შრიფტით უნდა ჰქონდეს გაკეთებული წარწერა „გაყინულია”
- მუხლი 244. 1. ორაგულისებრი თევზის მარცვლოვანი ხიზილალა და დაუფასოებელი დამარილებული ქვირითი იფუთება ახალ ჩასასხმელ კასრებში, რომელთა ტევადობა არ აღემატება 50 დმ3-ს
- მუხლი 246. 1. ხილ-ბოსტნეული გადასაზიდად წარდგენილი უნდა იყოს ქორფა, სუფთა, მექანიკური და მავნებელ-დაავადებებით დაზიანების გარეშე, არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი გარეგნული ტენიანობა, აგრეთვე იყოს სიმწიფის მიხედვით ერთგვ
- მუხლი 247. 1. ბანანი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მკვრივი, მწვანე ფერის კანითა და ნაყოფის ყუნწით, საკმარისად განვითარებული, სახეობისთვის ტიპური ფორმისა და სიდიდის ნაყოფით
- მუხლი 248. 1. ჭყინტი და ბაზი სიმინდის ტარო გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო ვაგონებში
- მუხლი 249. 1. ცოცხალი მცენარეების და ყვავილების, აგრეთვე სათესლე-სარგავი მასალის გადაზიდვის ხერხსა და ვადას ადგენს ტვირთგამგზავნი და აღნიშნავს ზედნადებში. ცოცხალი მცენარეები და ყვავილები გადაიზიდება მხოლოდ ტვირთ
- მუხლი 250. 1. რძე და რძის პროდუქტები გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს გაციებულ მდგომარეობაში, არა უმეტეს პლუს 4 გრადუსის ტემპერატურით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 245, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-245/