2. კარანტინგამოცხადებულ სადგურში შემოსული ცხოველებით დატვირთული ვაგონები იგზავნება სხვა სადგურში ტვირთგამგზავნის (ტვირმიმღების) განცხადებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. ცხოველთა გადაზიდვისას ვეტერინარული მოთხოვნების დამრღვევი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.