1. დაგეგმილ მარშრუტებზე და აეროდრომებზე მოსალოდნელი პირობების მიხედვით, ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს ფრენის დაგეგმარების პროცედურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფრენის უსაფრთხო შესრულება საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების და სხვა საექსპლუატაციო შეზღუდვების გათვალისწინებით. ეს პროცედურები შეტანილი უნდა იყოს ფშს-ში.
2. ფრენის დაგეგმარებისას ექსპლუატანტი ვალდებულია, სათადარიგო აეროდრომისათვის დაადგინოს უფრო მაღალი მინიმუმი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც იგივე აეროდრომი განიხილება, როგორც დანიშნულების აეროდრომი.
შენიშვნა: ფრენის გეგმისათვის დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართში და იკაო-ს Doc-ში 444
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №152, 07.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016262 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5517564/muxli-16/