ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ფრენა არ დაიწყოს, ვიდრე ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით არ იქნება დადგენილი, რომ სახმელეთო და/ან წყლის ზედაპირზე არსებული ხელმისაწვდომი მოწყობილობები, კავშირის საშუალებებისა და დამხმარე სანაოსნო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც საჭიროა ასეთ ფრენაზე თვითმფრინავის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, ადეკვატურია კონკრეტული ტიპის ექსპლუატაციისათვის, რომლის შესაბამისადაც უნდა განხორციელდეს ფრენა.
შენიშვნა: ტერმინი „ხელმისაწვდომი საშუალებები“ ამ პუნქტში გამიზნულია გაფრენის წერტილში იმ ინფორმაციის „გამოყენების“ აღსანიშნავად, რომელიც ხელმისაწვდომია სხ-ის მეთაურისათვის ოფიციალური ინფორმაციის სახით და რომელიც გამოქვეყნებულია სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის მიერ ან ადვილად ხელმისაწვდომია სხვა წყაროებიდან
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №152, 07.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016262 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5517564/muxli-5/