მუხლი 54. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადების პროგრამა
თავი VI — სხ-ის ტექნიკური მომსახურება
1. ექსპლუატანტს უნდა ჰქონდეს საფრენოსნო ეკიპაჟების მომზადების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ეკიპაჟის ყველა წევრის მიერ ადამიანური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადო დონეზე შესასრულებლად საჭირო კომპეტენციის, უნარების შეძენას და შემდგომ შენარჩუნებას.
2. მიწისზედა და საფრენოსნო მომზადების პროგრამები შეიძლება შეიმუშაოს ექსპლუატანტმა ან სასწავლო ორგანიზაციამ. მომზადების პროგრამები შეტანილი უნდა იყოს ექსპლუატანტის ფშს-ში.
3. მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სხ-ზე არსებული ყველა აღჭურვილობის გამოყენების საკითხებს.
შენიშვნა: პირველადი და ყოველწლიური პერიოდული სწავლებებისას მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული საფრენოსნო საწაფებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 54, №152, 07.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016262 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5517564/muxli-54/