1. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარებად მიჩნეული იქნება ტექნიკური წყლით მომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ტექნიკური წყლის მიწოდების თვითნებული აღდგენა, ტექნიკური წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ტექნიკური წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ტექნიკური წყლის დატაცება, მათ შორის, ტექნიკური წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ტექნიკური წყლის არასანქცირებული მომხმარება;ასევე, ნებისმიერი სახის ჩარევა და გარემოება რაც დაადასტურებს ტექნიკური წყლის უკანონოდ მოპოვების ფაქტს.
2. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს ტექნკური წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).
3. მიმწოდებელი ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.
4. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური წყლით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, (უკანონო) მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება, რომლის გაანგარიშებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, აგრეთვე მასვე დაეკისრება შეწყვეტილი მომსახურეობის აღდგენისა და ქსელის დაზიანების აღდგენის ღირებულება დადგენილი ოდენობით და წესი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №6, 15.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5524740/muxli-3-3/