2. მგზავრთნაკადის ოდენობისა და ხასიათის მიხედვით იხსნება სალაროები: ყველა მატარებელზე ბილეთების გაყიდვისათვის ნებისმიერ სალაროში, მიმოსავლის მიმართულებების ან სახეობების მიხედვით, მატარებლის გასვლამდე 2 საათით ადრე.
3. მგზავრთნაკადების გათვალისწინებით დიდ ვაგზლებში შეიძლება გამოიყოს სპეციალიზებული სალაროები: ბავშვიანი მგზავრებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ინვალიდების, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისთვის, საგზურებით მიმავალი (ზაფხულის პერიოდში) მგზავრებისთვის.
4. საბილეთო სალაროების მუშაობის დროს ადგენს სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. საგარეუბნო სალაროების მუშაობის წესს ადგენს სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) საგარეუბნო მატარებლების მოქმედი მოძრაობის განრიგის საფუძველზე.
5. დიდ კლასგარეშე სადგურებში (ვაგზლებში) სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა წარმოებს ისე, რომ საბილეთო სალაროები არ იკეტება შესვენებისა და მორიგეობათა შეცვლისთვის. საბილეთო სალაროები გახსნილი უნდა იყოს ყველა სადგურსა და გასაჩერებელ პუნქტში, სადაც ყიდიან დღე-ღამეში 50 და მეტ სამგზავრო დოკუმენტს.
6. დღეში 50-ზე ნაკლები მგზავრის მგზავრთნაკადის მქონე სადგურებსა და გასაჩერებელ პუნქტებში სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის წესი განისაზღვრება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით რკინიგზის ტერიტორიული სამმართველოს მიერ.
7. ვაგზლების შენობებში მგზავრთა საყურადღებოდ გამოკრული უნდა იყოს სამგზავრო მატარებლების გასვლა-მოსვლის განრიგი, დიდი მგზავრთნაკადის მქონე სადგურებამდე მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ნიხრი, განცხადებები საბილეთო და საბარგო სალაროების მუშაობის დროის, მატარებლებში თავისუფალი ადგილების არსებობის, მომსახურების საფასურის განაკვეთები და ვაგზლის სათავსების განლაგების ცნობარები.
8. ვაგზლის სათავსებში, აგრეთვე პერონებსა და ბაქნებზე, რომლებიც გათვალისწინებულია მგზავრთა ჩასასხდომად და გადმოსასხდომად, აკრძალულია კინოგადაღებებისა და ფოტოგადაღებების წარმოება სადგურის (ვაგზლის) ადმინისტრაციის უნებართვოდ.
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 26.06.2012
მუხლი 10. 1. ადგილობრივ მიმოსვლაში მგზავრობისთვის სამგზავრო დოკუმენტების გასაყიდად გახსნილ სადგურებისა და გასაჩერებელი პუნქტების საბილეთო სალაროებში სამგზავრო დოკუმენტები უნდა გაიყიდოს მატარებელის მსვლელობის მა
თავი II — სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ორგანიზაცია და საბილეთო სალაროების მუშაობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. 1. რკინიგზით მგზავრობის უფლება მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე ან შეღავათიანი ფასით აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კატეგორიის მგზავრებს, სახელმწიფოს ან სხვა შესაბამისი პირის მიერ მგზავ
- მუხლი 5. რკინიგზის ქსელში მსხვილ სარკინიგზო კვანძებში სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა წარმოებს კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, ხოლო იქ, სადაც არ არის კომპიუტერული სისტემა, როგორც წესი, გაყიდვა ორგანიზებულია სა
- მუხლი 6. 1. მგზავრებისთვის გაწეული მომსახურების ძირითადი სახეობებია:
- მუხლი 7. 1. კომპიუტერული სისტემით აღუჭურვილ სალაროებში სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა ხორციელდება მატარებლის გასვლამდე შემდეგ ვადებში:
- მუხლი 8. ჯგუფური განაცხადებით შეკვეთების მიღება წარმოებს გამგზავრებამდე 60-დან 18 დღემდე ვადაში, შემკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე სამგზავრო დოკუმენტების მიტანა ხორციელდება შეკვეთის სირთულის მიხედვით რკინიგზის
- მუხლი 9. 1. უკან დასაბრუნებელი სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა ხორციელდება შემადგენლობათა შედგენის ან შემობრუნების პუნქტებიდან. ერთი მიმართულებით მგზავრობისთვის სამგზავრო დოკუმენტები ფორმდება მხოლოდ შეძენის სად
- მუხლი 11. 1. რკინიგზით მგზავრობის უფლების დოკუმენტია რკინიგზის მიერ დადგენილი ფორმის სამგზავრო დოკუმენტი, რომლის წინა პირის მხარეზე აღნიშნულია გვარი
- მუხლი 12. 1. საბილეთო სალაროებში სამგზავრო დოკუმენტების შეძენის უპირატესი უფლება შეიძლება მიეცეთ გადაუდებელ სამსახურებრივ მივლინებაში მიმავალ მგზავრებს, შესაბამისი საბუთის წარმოდგენის საფუძველზე
- მუხლი 13. 1. დანომრილადგილებიან ვაგონებში (პლაცკარტი, კუპეებიანი, რბილი) სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვისას იმ მგზავრებს, რომლებიც იძენენ ორ და მეტ სამგზავრო დოკუმენტს, როგორც წესი, ეძლევათ თანაბარი რაოდენობის ზ
- მუხლი 15. 1. მგზავრთა ცალკეული ჯგუფების გადაყვანა ხორციელდება შემკვეთის განცხადების შესაბამისად მათ მიერ შეძენილი სამგზავრო დოკუმენტების საფუძველზე
- მუხლი 17. სამგზავრო მატარებლებში ადგილების განაწილებისა და გამოყენების გაერთიანებული საგზაო და ტერიტორიული სამმართველოს ბიუროებისა და სადგურების (ვაგზლების) უფროსების (დირექტორების) მიერ ორგანიზაციების ან ცალკე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012. გამოქვეყნება: სსმ, 34, 17/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 10, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-10/