მუხლი 119. 1. იმ შემთხვევაში, როცა ბარგი არ მოსულა დანიშნულების სადგურში, ხოლო მისი ადგილზე მიტანის ვადა გასულია, ბარგის ქვითრის წარმომდგენს შეუძლია მოითხოვოს ბარგის გადამისამართება სხვა სადგურში,
თავი XXI — ბარგის მისამართის შეცვლა (გადამისამართება), მოსული ბარგის შენახვა და მოუკითხავი ბარგის რეალიზაცია
2. ბარგის გადამისამართების შესახებ ბარგის მფლობელმა თავდაპირველი დანიშნულების სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, როდის, რომელი სადგურიდან და რომელ სადგურამდე ჩაიბარეს გადასაზიდად ბარგი, ბარგის გზავნილის ნომერი, ბარგის ახალი დანიშნულების სადგურის სახელწოდება და ბარგის მფლობელის ზუსტი მისამართი. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი), რომელმაც განცხადება მიიღო, ბარგის ქვითრის უკანა მხარეს აკეთებს შემდეგი შინაარსის აღნიშვნას: „განცხადება . . . . . . სადგურამდე ბარგის ხელმეორედ გაგზავნის შესახებ მისი არადროული მოსვლის მიზეზით მიღებულია”.
3. აღნიშვნას ამოწმებენ კალენდარული შტემპელით და სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) ხელმოწერით. ბარგის ქვითარს უბრუნებენ მგზავრ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 119, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-119/