მუხლი 127. 1. მოქალაქეებისგან ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს 80 კგ ცალკეული ადგილების წონისა, იმ სადგურებიდან და სადგურებამდე, რომლებიც ღიაა ტვირთბარგის ოპერაციებისთვის სვლის გზაზე გადატვირთვით
თავი XXII — ტვირთბარგის გადასაზიდად მიღების პირობები
2. იურიდიული პირებისგან ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს 80 კგ თითოეული ადგილის წონისა სვლის გზაზე გადაუტვირთავად ტვირთბარგის ოპერაციებისთვის გახსნილ სადგურებს შორის, გარდა 128-ე მუხლში მითითებული ტვირთისა.
3. ნებადართულია, გამონაკლისის წესით, იმ პროდუქციის მიღება, რომელიც უბრუნდებათ დამამზადებელ ქარხნებს რემონტის ან მისი შეცვლის შემდეგ (ტელევიზორები, მაცივრები, მოტოციკლები და ა.შ.) მხოლოდ კერძო პირების მისამართით არა უმეტეს 80 კგ ცალკეული ადგილების წონისა ტვირთბარგის მიღება-გაცემისთვის ღია სადგურებამდე სვლის გზაზე გადატვირთვით.
4. ტვირთბარგის ოპერაციებისთვის ღია სადგურების ნუსხა გამოქვეყნებულია საფოსტო-საბარგო მატარებლებისა და საბარგო ვაგონების შედგენის ქსელურ გეგმაშ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 127, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-127/