მუხლი 166. 1. მატარებლის გასვლის შემდეგ გამყოლი მოვალეა ჩამოართვას მგზავრებს სამგზავრო დოკუმენტები და გააუქმოს ისინი. გამონაკლისს შეადგენს იმ მგზავრთა სამგზავრო დოკუმენტები, რომლებსაც სურთ გაჩერება სვლის გზაზე.
თავი XXXI — გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნება
2. ბლანკის სამგზავრო დოკუმენტების გაუქმება შემდეგნაირად წარმოებს: სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის შუაზე გაკეცვის შემდეგ მოიხევა ნაკეცის ზედა კუთხე (არა უმეტეს 1 სმ). მუყაოს ბილეთები უქმდება გახევის გზით.
3. მგზავრთა მოთხოვნით მათ უბრუნდებათ გაუქმებული სამგზავრო დოკუმენტები, ხოლო დანარჩენებს ვაგონის გამყოლი ანადგურებს. იკრძალება სამგზავრო დოკუმენტების იმ პირებისთვის გადაცემა, რომლებსაც არ უმგზავრიათ.
კარი VII
ტარიფების სახეობები და მგზავრობა შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტით
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 166, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-166/