მუხლი 180. 1. ცალკეული უბნების ფარგლებში სხვადასხვა იურიდიული პირების მუშაკთა სამსახურებრივი საჭიროებით მგზავრობისთვის რკინიგზა აწარმოებს დადგენილი ფორმის უსახელო სატალონო ბილეთების გაყიდვას
თავი XXXIV — დამატებითი საფასური სიჩქარისთვის, სააბონემენტო და სატალონო ბილეთები
2. სატალონო ბილეთს (პირველ და მეორე გვერდებს) გაცემისას ავსებს რკინიგზის საფინანსო სამსახური, რომელიც თითოეული ტალონის წინა პირზე აღნიშნავს მისი ვარგისობის ვადას.
3. თითოეულ ცალკეულ ტალონს ავსებს მოლარე მხოლოდ იმ უბნის ფარგლებში მორიგი მგზავრობის სატალონო ბილეთის წარდგენისას, რომელზეც სატალონო ბილეთია გაცემული.
4. ტალონის შევსების შემდეგ ბილეთის მოლარე ადებს მას კომპოსტერულ ნიშნებს.
5. სატალონო ბილეთები ნამდვილია ბილეთზე აღნიშნული ვადის განმავლობაში და მხოლოდ იმ უბნის ფარგლებში მგზავრობისთვის, რომელზეც გაცემულია ისინი.
6. თითოეული ტალონი ნამდვილია ერთი მგზავრობისთვის და მხოლოდ ერთი მიმართულებით. უკანა მიმართულებით მგზავრობისას უნდა წარმოადგინონ მომდევნო ტალონ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 180, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-180/