მუხლი 192. 1. მგზავრის მიერ ავტომატური და სტაციონარული შემნახველი საკნებით სარგებლობა ფასიანია
თავი XXXVI — შენახვისა და წონის შემოწმების, ხელბარგის, დიდგაბარიტული ნივთებისა და საგნების შენახვის საფასური, ტრანზიტის საფასური
2. საფასური ავტომატური და სტაციონარული შემნახველი საკნებით სარგებლობისთვის განისაზღვრება რკინიგზის მიერ სარგებლობის ყოველი დღის მიხედვით.
3. დიდგაბარიტიანი ნივთებისა და საგნების შენახვისას, რომლებიც არ განეკუთვნება ხელბარგს, ავტომატური და სტაციონარული შემნახველი საკნებით ყოველი კალენდარული დღე-ღამით სარგებლობისთვის საფასურს განსაზღვრავს რკინიგზა.
4. მგზავრის თხოვნით თვითმომსახურების ავტომატური შესანახი საკნების ორ უჯრედამდე იძულებითი გახსნისთვის (შიფრის დავიწყების შემთხვევაში) ახდევინებენ რკინიგზის მიერ განსაზღვრულ საფასურს, ორზე მეტი უჯრედის იძულებითი გახსნა დაუშვებელია, ამ შემთხვევაში ხელბარგის ძებნა და დანიშნულებით გაგზავნა წარმოებს დადგენილი წესით მგზავრის განაცხადის მიხედვი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 192, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-192/