მუხლი 258. 1. თუ მგზავრი ბარგის სახით გადაზიდავს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით გადასაზიდად აკრძალულ ნივთებს, იგი მიეცემა პასუხისმგებლობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით
თავი XLIX — პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება
2. სამგზავრო მატარებლით გადასაზიდად აკრძალული ნივთების აღმოჩენისთანავე კონტროლიორ-რევიზორი და მატარებლის უფროსი ატოვებინებენ მგზავრს მატარებელს უახლოეს სადგურში.
3. თუ მგზავრის მიერ გადასაზიდად აკრძალული ნივთების გადაზიდვამ გამოიწვია სხვა მგზავრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ნივთების ან/და რკინიგზის ქონების დაზიანება ან მოსპობა მგზავრი სრულად ანაზღაურებს მიყენებულ ზიანს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალეულ პირზე გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
4. სამგზავრო მატარებლით გადასაზიდად აკრძალული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში კონტროლიორ-რევიზორი ვაგონის გამყოლზე ადგენს აქტს, რომელიც იგზავნება გამყოლის სამუშაო ადგილზე ან სამგზავრო მეურნეობის სამსახურში განხილვისა და ზომების მისაღება
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 258, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-258/