2. რკინიგზის მუშაკები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად შეასრულონ მოქმედი კანონმდებლობით მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობანი და განახორციელონ ღონისძიებანი მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად.
3. გამყოლები მოვალენი არიან:
ა) გამოუყონ მგზავრებს დადგენილი საფასურით ქვეშაგები და გამოართვან იგი დანიშნულების სადგურში მატარებლის ჩასვლამდე არა უგვიანეს 30 წუთით ადრე;
ბ) უზრუნველყონ სამგზავრო დოკუმენტების შენახვა სვლის გზაზე და მგზავრის მოთხოვნით დაუბრუნონ ისინი დანიშნულების სადგურში ჩასვლამდე არა უგვიანეს 30 წუთით ადრე;
გ) არა უგვიანეს 30 წუთით ადრე გააფრთხილონ მგზავრები, რომ მატარებელი უახლოვდება მათი დანიშნულების თუ გადაჯდომის სადგურს;
დ) საწოლადგილებიან ვაგონებში უზრუნველყონ მგზავრები ჩაით დადგენილი საფასურით დღეში არანაკლებ ორჯერ;
ე) დროულად და ხარისხიანად დაალაგონ ვაგონების სალონები, ტუალეტები, სანაგვე ყუთები;
ვ) ღიად იქონიონ ვაგონში ორივე ტუალეტი.
მგზავრს უფლება აქვს:
ა) სვლის გზაზე გადავიდეს მაღალფასიანი კატეგორიის ვაგონში, თუ იქ არის თავისუფალი ადგილები, ამასთან უნდა გადაიხადოს მგზავრობის საფასურში სხვაობა;
ბ) სვლის გზაზე გააკეთოს ერთი გაჩერება არა უმეტეს 10 დღისა ერთ პუნქტში სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის გაგრძელებით, ამასთან სადგურის (ვაგზლის) ადმინისტრაციაში სამგზავრო დოკუმენტზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა;
გ) გადაიყვანოს უფასოდ 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი ცალკე ადგილის დაუკავებლად. თუ მგზავრთან ერთად არის 5 წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვი ან 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, ცალკე ადგილის დაკავებით აგრეთვე 5-დან 10 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისთვის შეძენილ იქნეს საბავშვო სამგზავრო დოკუმენტები;
დ) გადაზიდოს უფასოდ 36 კგ-მდე წონის ხელბარგი ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ხელბარგის მთლიანობისა და დაცულობისთვის ზრუნვა მგზავრის მოვალეობაში შედის;
ე) გადაზიდოს დადგენილი საფასურით ტელევიზორი ან რადიომიმღები (ერთ სამგზავრო დოკუმენტზე მხოლოდ ერთი), როცა მგზავრი საწოლადგილებიანი ვაგონით მიემართება.
2. კიდობნის დაკავების უპირატესი უფლება აქვს მგზავრს, რომელიც იკავებს ქვედა საწოლს
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 26.06.2012
მუხლი 299. 1. საერთაშორისო და ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებით გადაყვანისას მგზავრები მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და რკინიგზაზე მოქმედი წესები
თავი LIII — საერთაშორისო და ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებით მგზავრთა გადაყვანის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 292. 1. ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით საბავშვო ბილეთის ნულოვანი ღირებულების დამატებითი საფასური იბეჭდება ბლანკზე „დასაჯდომი ტალონი“. სრული ღირებულების მოზრდილის ბილეთზე საბავშვო ბილეთის (იმავე ადგილებზ
- მუხლი 293. თუ ერთზე მეტ მგზავრზეა გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტი მგზავრს აქვს ადგილების ნაწილობრივი დაბრუნების უფლება. ამასთან მას აძლევენ ახალ სამგზავრო დოკუმენტს იმ რაოდენობის მგზავრისთვის, რომელიც იმგზავრებს
- მუხლი 294. 1. მგზავრობის გაფორმებისას საფასურის გადახდის გარეშე გაიცემა შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტი
- მუხლი 295. 1. ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნებისას ადმინისტრატორის აღნიშვნები საჭირო არ არის
- მუხლი 296. 1. დასაშვებია გაცემული დოკუმენტის – „საფასურის გადახდის გარეშე მიღებული სამგზავრო დოკუმენტი“ შეცვლა მხოლოდ სამჯერ
- მუხლი 297. ადრე საფასურის გადაუხდევინებლად მიღებული სამგზავრო დოკუმენტისა და ბლანკის „დაბრუნება“ საფუძველზე მგზავრს უფორმებენ საფასურის გადახდის გარეშე მიღებულ სამგზავრო დოკუმენტს. საფასურის გადახდის გარეშე წინ
- მუხლი 300. 1. სამგზავრო მატარებლების ვაგონებში მგზავრობისას აკრძალულია:
- მუხლი 301. 1. მგზავრთა უბილეთო მგზავრობისთვის, აგრეთვე 10-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების უბილეთოდ გადაყვანის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია ადგილზე შეიძინოს ბილეთი, რისთვისაც იხდის ბილეთის ღირებულების ორმაგ საფა
- მუხლი 303. 1. საგარეუბნო მატარებლებით მგზავრობისას მგზავრები მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და რკინიგზაზე მოქმედი წესები
- მუხლი 304. ერთეული საგარეუბნო ბილეთი, აგრეთვე უკან წამოსასვლელი ბილეთების კუპონები ერთი მიმართულებით ნამდვილია საბილეთო სალაროების მიერ მათი გაცემის დღის განმავლობაში. ერთი მიმართულებით მატარებელზე შეძენილი საგა
- მუხლი 305. 1. მგზავრთან ერთად უბილეთო მგზავრობის უფლება აქვს ხუთ წლამდე ასაკის ერთ ბავშვს. თუ მგზავრს ახლავს ხუთ წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვი, სხვა ბავშვებისთვის, აგრეთვე 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეძე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012. გამოქვეყნება: სსმ, 34, 17/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 299, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-299/