მუხლი 33. 1. ვაგონის გამყოლი მოვალეა მგზავრთა ვაგონში ჩასხდომისას შეამოწმოს სამგზავრო დოკუმენტი, მისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დადგენილ ნორმასთან ხელბარგის წონის შესაბამისობა
თავი VI — მგზავრობის პირობები
2. წარდგენილ დოკუმენტში გვარის შეუსაბამობისას, სამგზავრო დოკუმენტში გვარის უქონლობისას ან შეცვლისას (გადასწორებისას) მგზავრი მატარებელში არ დაიშვება. მგზავრობის საფასურის დაბრუნება ხდება მხოლოდ სამგზავრო დოკუმენტების მიხედვით, რომლებშიც ჩაწერილი არ არის გვარი ამ წესების 264-274-ე მუხლების შესაბამისად.
3. მსვლელობის გზაზე გამყოლი უზრუნველყოფს, რათა არ დაუშვას მგზავრების უბილეთო გადაყვანა და დადგენილი ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვა.
4. ყველა სადგურში, გაგზავნის პუნქტების გარდა, მგზავრები ჩასხდომისას დაიშვებიან მატარებლის ნებისმიერ ვაგონში სამგზავრო დოკუმენტებითურ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 33, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-33/