მუხლი 40. 1. ვაგონების გამყოლები მოვალენი არიან არა უგვიანეს 30 წუთით ადრე გააფრთხილონ მგზავრები იმის შესახებ, რომ მატარებელი უახლოვდება დანიშნულების ან გადაჯდომის სადგურს
თავი VI — მგზავრობის პირობები
2. საწოლადგილებიანი ვაგონის გამყოლი პასუხს აგებს იმისთვის, რომ მგზავრმა სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული მარშრუტის თანახმად გაიაროს დანიშნულების ან გადაჯდომის სადგური. გავლის თითოეული შემთხვევის გამო დგება აქტი მატარებლის უფროსის (მექანიკოს- ბრიგადირის), ვაგონის გამყოლისა და მგზავრის ხელმოწერით, რომელიც დამოწმებულია სადგურის შტემპელით. აღნიშნული აქტი უფლებას აძლევს მგზავრს დაბრუნდეს დანიშნულების ან გადაჯდომის სადგურამდე მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე.
3. მატარებელს ჩამორჩენილმა მგზავრმა ეს უნდა განუცხადოს სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) (ან ამისათვის რწმუნებულ პირს), რომელიც ამ წესების 43-ე მუხლის შესაბამისად ახალი კომპოსტერის დადებით აღადგენს მომდევნო მატარებელზე სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 40, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-40/