წინამდებარე მარეგულირებელი წესები მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის, 21-ე, 42-ე, 49-ე, 491, 492
მუხლების, "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 და 21-ე მუხლების შესაბამისად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კომისიის საქმიანობის რეგულირების უზრუნველსაყოფად. ამ წესებში მოცემულია დებულებები:
ა) კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის, კომისიის ყოფილი წევრებისა და აპარატის ყოფილი თანამშრომლების ქცევის წესების შესახებ; ექს-პარტე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შესახებ;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ; კომისიის გადაწყვეტილებების, ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და განხილვების დროს მიღებული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის შესახებ;
გ) რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ;
დ) ლიცენზიების, ტარიფებისა და კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ;
ე) კომისიის გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოქვეყნების პროცედურების შესახებ; კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების შესახებ;
ვ) ნებართვების გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების შესახებ;
ზ) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ;
თ) მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 1. ძირითადი დებულებები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. კომისიის წევრებისა და კომისიის აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის წესები
- მუხლი 4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
- მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაინტერესებული პირის განცხადებით
- მუხლი 6. კომისიის მიერ ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება
- მუხლი 7. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების სახეები
- მუხლი 8. ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა
- მუხლი 9. წარმომადგენლობა კომისიაში
- მუხლი 10. ექს-პარტე შეტყობინება
- მუხლი 11. კომისიის სამართლებრივი აქტები
- მუხლი 12. კომისიის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025. გამოქვეყნება: სსმ, 71, 18/07/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 1, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-1/