თავი II — საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის ემისია და ამ ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციები
1. ფორმა F1-3 – აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა მოიცავს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობის შესახებ, როგორც ჯამურად, ისე ბარათების ტიპების და სახეობების მიხედვით. ჯამური რაოდენობიდან გამოყოფილია აქტიური სოციალური, აქტიური სახელფასო, აქტიური მოსწავლის, აქტიური სატრანსპორტო, აქტიური ჩიპიანი, აქტიური უკონტაქტო, აქტიური ვირტუალური, აქტიური ერთობლივი, აქტიური განვადების ბარათი თითოეული სქემის მიხედვით.
2. F1-3 ფორმის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-2-ის სტრუქტურის და ივსება მის ანალოგიურად აქტიური ბარათების მონაცემები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2022.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 08/11/2022.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება