მუხლი 7. ისტორიულად ჩამოყალიბებილი და ტრადიციული ადგილწარმოშობის დასახელებათა ღვინოების წარმოების სპრციფიკური ზონებისა და მევენახეობის მხარის დადგენა
1. ისტორიულად ჩამოყალიბებული და ტრადიციული ადგილწარმოშობის დასახელებათა ღვინოების წარმოების სპეციფიკური ზონებისა და მევენახეობის მხარის დადგენა დასაშვებია გამარტივებული წესით – ნიადაგის ერთჯერადი გამოკვლევით და კლიმატური პირობების, მოცემულ ზონემში ვაზის ჯიშის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლების და ღვინის მრავალწლიანი გამოკვლევების არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 2. ისტორიულად ჩამოყალიბებული და ტრადიციული ადგილწარმოშობის დასახელებათა ღვინოებია: „წინანდალი“, „თელიანი“, „ნაფარეული“, „ვაზის უბანი“, „მუკუზანი“, „ახაშენი“, „კოტეხი“, „გურჯაანი“, "კარდენახი", "ტიბაანი", "ქინძმარაული", "ყვარელი", "მანავი", „ატენური“, "ხვანჭკარა", "ტვიში", "სვირი" დანართი 1
ჰექტრების რაოდენობა, რომელიც მოდის ერთ ნიადაგურ ჭრილზე კვლევის მასშტაბისა და სირთულის კატეგორიის გათვალისწინებით. ნიადაგის კვლევის მასშტაბი
სირთულის კატეგორია/ჰექტრების რაოდენობა
I
კატეგორია
II
კატეგორია
III
კატეგორია
IV
კატეგორია
V
კატეგორია
1 : 2000
3,0
2,0
1,5
1,0
0,5
1 : 5000
7,0
5,0
4,0
3,0
2,0
1 : 10000
25,0
20,0
18,0
15,0
10,0
1 : 25000
80,0
65,0
50,0
40,0
25,0
1 : 50000
150,0
130,0
110,0
80,0
50,0
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წ ე ს
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ვაზის სიდიდეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის”, “ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერთიფი ცირების წესის”, ,, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის”, ,,ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის”, ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტიერების კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №2-220, 12.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.11.113.006.015 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56218/muxli-7-2/