1. პირი საბაჟო დეპარტამენტში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგის შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით, უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს.
3. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
4. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება საერთო შრომით სტაჟშ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №393, 30.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017633 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5628336/muxli-9/