1. მენეჯმენტის გეგმა შემუშავებულია სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ; ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, GEF-UNDP-ის პროექტის „საქართველოს დაცული ტერიორიების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ეროვნული კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობითა და საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით.
2. მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი შედგებოდა შემდეგი ეტაპებისგან (ცხრილი 1):
ცხრილი 1: თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების ეტაპები
N
თარიღი
აქტივობა
12 აგვისტო,2020 წ.
შედგა სამუშაო შეხვედრა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესის სამუშაო გეგმის შესათანხმებლად.
13-15 აგვისტო,2020 წ.
ჩატარდა ტრენინგი მენეჯმენტის გეგმის შემუშავების მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით. ასევე, განხილულ იქნა მენეჯმენტის გეგმის I თავი და განისაზღვრა თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების და სოციალურ-ეკონომიკური ძირითადი ღირებულებები, ჯგუფური სამუშაოს მეშვეობით.
14-16 სექტემბერი, 2020 წ.
შედგა სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადაც განხილულ იქნა მენეჯმენტის გეგმის II და III თავები, შემუშავდა გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები.
18 – 19 სექტემბერი, 2020 წ.
შედგა სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით
– შემუშავდა მენეჯმენტის გეგმის პროგრამების ნაწილი (4 პროგრამა).
31 ოქტომბერი,2020 წ.
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მონაწილეობით მომზადდა მენეჯმენტის გეგმის პირველი სრული სამუშაო ვერსია და გადაეგზავნა CNF-ს.
20 ნოემბერი,2020 წ.
საერთაშორისო ექსპერტის და ადმინისტრაციის თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც დაზუსტდა და მოდიფიცირდა გამოვლენილ ღირებულებებზე მოქმედი საფრთხეები და მოხდა მათი რანჟირება.
12 აპრილი,2021 წ.
შედგა საბოლოო ონლაინ სამუშაო შეხვედრა, ადმინისტრაციიდან და სააგენტოდან მიღებული შენიშვნების და კომენტარების განხილვის მიზნით.
მარტი,2022 წ.
შეიქმნა მენეჯმენტის გეგმის დასრულებული ვერსია, საჯარო განხილვის შემდ