2. განაცხადი რადიაციული ტვირთის დატვირთვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე, ხოლო ამგვარი ხელბარ-გის საერთო მასა არ უნდა აღემატებოდეს 200 კგ-ს.
3. ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადასაზიდი რადიაციული ტვირთი მიიტანოს გაგზავნის სადგურში გადამზიდი მატარებლის გასვლამდე 2 სთ-ით ადრე. ამ შემთხვევაში ტვირთის თანმხლებმა გაგზავნის სადგურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ სხვა პირს წინასწარ უნდა წარუდგინოს სამივლინებო მოწმობა და მოცემული რადიაციული ტვირთის თანხლების უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა საბუთი.