ა) ადვილაალებადი მყარი ნივთიერება და მასალა, რომელიც აალდება დაბალი ენერგიის გარე ანთების წყაროს ხანმოკლე (30 წამამდე) ზემოქმედების შედეგად;
ბ) არა უმეტეს 65 გრადუსი ტემპერატურისას თვითდაშლადი ნივთიერება, რომელიც ეგზოთერმულად იშლება ჰაერის შეუღწევლად;
გ) ხახუნით აალებადი მყარი ნივთიერება და ნაკეთობა.
2. 4152, 4153 და 4172 საკლასიფიკაციო შიფრის მქონე აფეთქებასაფრთხიანი ადვილაალებადი მყარი ნივთიერება გადასაზიდად მიიღება მხოლოდ ჰერმეტულ ტარაში.
3. კინოფილმი, კინო- და ფოტოფირი რკინიგზით გადასაზიდად მიიღება თეთრი თუნუქის მჭიდროდ დახურულ თავსახურიან კოლოფში მოთავსებული. ამ შემთხვევაში კოლოფი მკვრივად იწყობა თავსახურიან რკინის ყუთში, რომელსაც პლომბავს ტვირთგამგზავნი.
4. თუ გადასაზიდად წარდგენილია აცეტატის ან ტრიაცეტატის არაცეცხლსაშიში ფირი ან ვიწროფირიანი კინოფილმი, ამის თაობაზე ტვირთგამგზავნმა უნდა მიუთითოს ზედნადებში. ამ შემთხვევაში ტარაზე კეთდება მკაფიო წარწერა „კინოფილმი” ან „ფოტოფირი”, „არაცეცხლსაშიში”.
5. ძველი, გამოყენებული ფირი გადაიზიდება რკინის ყუთში ან ლითონის კასრში
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 56. 1. 4.1 ქვეკლასს მიეკუთვნება:
თავი 14 — მე-4 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 49. 1. აირისგან დაცლილი ბალონი, ჭურჭელი და სპეციალიზებული კონტეინერი გადაიზიდება როგორც საფრთხეშემცველი ტვირთი შეკუმშული და გათხევადებული აირის გადაზიდვის პირობებით
- მუხლი 51. 1. აკრილონიტრილი, გოგირდნახშირბადი, ეთილმერკაფტანი, იზოპროპილნიტრატი, სამინი, აგრეთვე ამ ნივთიერებისგან დაცლილი ტარა გადაიზიდება მხოლოდ სპეციალიზებულ ან ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ იჯარის ან
- მუხლი 52. 1. დახურულ ვაგონში ნებადართულია მხოლოდ ქიმიურად სუფთა მეთანოლის გადაზიდვა, რომელიც მოთავსებულია სტანდარტულ შუშის ტარასა და შეფუთვაში. მეთანოლი გადაიზიდება სპეციალიზებულ ვაგონში, რომლის კარის ცენტრში,
- მუხლი 53. 1. ტარაში მოთავსებული ბენზინის გადაზიდვისას ტვირთგამგზავნმა, ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება”, უნდა მიუთითოს: „ძრავას, არაეთილირებული ბენზინი” ან „ეთილირებული ბენზინი”. ტარაში მოთავსებული ეთილი
- მუხლი 54. 1. პლასტიფიკატორი „სინტინი” გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებულ ვაგონში
- მუხლი 55. 1. მე-4 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი იყოფა შემდეგ სამ ქვეკლასად:
- მუხლი 57. 1. ცელულოიდის ნაწარმი შეიძლება გადაიზიდოს უნივერსალურ კონტეინერში, სამომხმარებლო ტარაში მოთავსებული, ხოლო უსაფრთხო ასანთი – მხოლოდ წვრილმანი გზავნილით, ფანერის ყუთში დაპაკეტებული სახით
- მუხლი 58. 1. 4.2 ქვეკლასს განეკუთვნება ჰაერზე სწრაფაალებადი პიროფორული და სხვა ნივთიერება, რომელიც თვითნებურად ხურდება აალებამდე. ამ ნივთიერების აალებადობა მატულობს დატენიანებისას ან ჰაერის ტენიანობასთან ურთიერ
- მუხლი 59. 1. ყვითელი ფოსფორისა და მისგან დაცლილი ტარის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებულ ვაგონში. ამ შემთხვევაში ვაგონი იღებება ყვითლად, ხოლო კარის ცენტრში, საფრთხის
- მუხლი 60. 1. 4.3 ქვეკლასის ნივთიერება წყალთან, წყლის ხსნართან და ჰაერის ტენიანობასთან ურთიერთობის შედეგად გამოყოფს აალებად აირს ან აირის აალებისთვის საკმარის სითბოს
- მუხლი 61. მე-5 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი იყოფა შემდეგ ორ ქვეკლასად:
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 56, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-56/