მატერიალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (მერის დავალებით ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) ერთჯერად მატერიალურ დახმარების გაცემას. დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსულ პირზე არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №41, 29.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016540 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5679162/muxli-5-3/