1. ექსპლუატაციის პროცესში გაზსავსები საკომპრესორო სადგურების გაზსადენების მუშაობის საიმედოობა მოწმდება მათი პერიოდული გამოცდით ჰერმეტულობაზე.
2. გაზსადენების პერიოდული გამოცდები ჰერმეტულობაზე უნდა შეუთავსდეს დროში გაზსადენების რევიზიის ჩატარებას.
3. გაზსადენები ჰერმეტულობაზე გამოიცდება 5 წელიწადში ერთხელ მაინც მათი ექსპლუატაციაში მიღების დროს საჭირო გამოსაცდელი წნევით.
4. გამოცდის შედეგები ფორმდება აქტით (შეიტანება პასპორტში).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უსაფრთხოების წესები-ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2013.
გამოქვეყნება: სსმ, 135, 26/11/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება