1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებათ საწარმოს ხელმძღვანელებს, სპეციალისტებს და მუშებს შესაბამისად მთლიანად სადგურში, უბანზე, სამუშაო ადგილზე.
2. „წესების” დამრღვევი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საავარიო სიტუაციის წარმოქმნის, მომხდარი ავარიისა და უბედური შემთხვევის ყოველ ფაქტზე საწარმოში უნდა ჩატარდეს მისი მიზეზების გამოკვლევა დადგენილი წესით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უსაფრთხოების წესები-ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2013.
გამოქვეყნება: სსმ, 135, 26/11/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება