1. საწარმოს მიერ მისი საქმიანობის, აღჭურვილობის ან მომსახურების შესყიდვის  კონტრაქტით  ან ქვეკონტრაქტით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ტექმომსახურების საქმიანობა უნდა განხორციელდეს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

2. კონტრაქტორი და/ან ქვეკონტრაქტორი საწარმო უნდა ფლობდეს სააგენტოს მიერ გაცემულ ან აღიარებულ ტექმომსახურების საწარმოს სერტიფიკატს, შესაბამისი სამუშაო მოცულობებით. საწარმომ უნდა უზრუნველყოს, სააგენტოს უფლებამოსილი პირების ქვეკონტრაქტორ საწარმოში დაშვება, რათა დადგინდეს არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.