თავი VIII — საჯარო შესყიდვის გამოცხადება. განაცხადისა და წინადადების წარდგენა
1. განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ კანონით, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებითა და შესყიდვის პირობებით დადგენილი წესით.
2. ეკონომიკური ოპერატორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაცხადის წარსადგენად, ხოლო მისი არარსებობისას – წინადადების წარსადგენად სააგენტოს ანგარიშზე იხდის განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურს, რომლის ოდენობაა 100 ლარი. მისი გადახდისა და დაბრუნების წესები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ეს საფასური არ ბრუნდება, გარდა ელექტრონული სისტემის გაუმართაობის ან საფასურის შეცდომით ზედმეტად გადახდის შემთხვევისა.
3. ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის თანხას დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
5. ეკონომიკურმა ოპერატორმა განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის მიზნით უნდა წარადგინოს განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთანავე, თუ საჯარო შესყიდვა ლოტებად ხორციელდება, განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობის გამოთვლისას გაითვალისწინება თითოეული ლოტის სავარაუდო ღირებულება. განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
6. ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის სავალდებულოობა, აგრეთვე ამ გარანტიის ოდენობა და მისი წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. თუ ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა არ მოითხოვება, შესყიდვის ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს მისი უზრუნველყოფის სხვა საშუალება/საშუალებები.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.11.2025 კანონი №1057
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 55. განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა 1. განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ კანონით, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებითა და შესყიდვის პირობებით დადგენილი წესით. 2. ეკონომიკური ოპერატორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაცხადის წარსადგენად, ხოლო მისი არარსებობისას – წინადადების წარსადგენად სააგენტოს ანგარიშზე იხდის განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურს.საფასურს, მისირომლის ოდენობაოდენობაა და100 ლარი. მისი გადახდისა და დაბრუნების წესიწესები განისაზღვრებადგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ამ საფასურის ოდენობა 100 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ეს საფასური არ ბრუნდება, გარდა ელექტრონული სისტემის გაუმართაობის ან შეცდომით საფასურის შეცდომით ზედმეტად გადახდის შემთხვევისა. 3. ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის თანხას დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესიწესები განისაზღვრება ცენტრალურისაქართველოს შემსყიდველიმთავრობის ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით. 5. ეკონომიკურმა ოპერატორმა განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის მიზნით უნდა წარადგინოს განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთანავე, თუ საჯარო შესყიდვა ლოტებად ხორციელდება, განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობის გამოთვლისას გაითვალისწინება თითოეული ლოტის სავარაუდო ღირებულება. განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 6. ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის სავალდებულოობა, აგრეთვე ამ გარანტიის ოდენობა და მისი წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. თუ ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა არ მოითხოვება, შესყიდვის ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს მისი უზრუნველყოფის სხვა საშუალება/საშუალებები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON PUBLIC PROCUREMENT, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/02/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება