თავი X — შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება, მასში ცვლილების შეტანა და მისი შესრულება
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკონტროლოს შესყიდვის ხელშეკრულების შესრულება.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ისე ნებისმიერ სხვა პირს.
3. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლის პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.02.2023).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON PUBLIC PROCUREMENT, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/02/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება