1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2027 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ საჯარო შესყიდვებზე.
2. 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს და დასრულდეს 2027 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2026 წლის 1 ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს 2027 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2026 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 2027 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.09.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.09.2024 კანონი №4397
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 99. ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული/ განსახორციელებელი შესყიდვები 1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 20252027 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ საჯარო შესყიდვებზე. 2. 20252027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს და დასრულდეს 20252027 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 20242026 წლის 1 ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს 20252027 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 20242026 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 20252027 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON PUBLIC PROCUREMENT, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/02/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება