1. მიკრობანკს ეკრძალება შეღავათიანი პირობებით ადმინისტრატორისთვის, მაკონტროლებელი პირისთვის, მონათესავე საწარმოსთვის ან მასთან დაკავშირებული პირისთვის მიკრობანკის საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი პროდუქტის მიცემა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევა, სესხის სახეობის, საპროცენტო განაკვეთის, დაფარვის ვადის, უზრუნველყოფის საშუალების, ღირებულებისა და სხვა პირობების მიუხედავად.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.02.2023).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON THE ACTIVITIES OF MICRO-BANKS, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 10/03/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება