მუხლი 56. მწვანე ნარგავებისა დათვალიერების ოქმის და აღრიცხვის უწყისის წარმოება
თავი VI — სამართლებრივი დოკუმენტების შექმნა და გაცემა
1. მწვანე ნარგავებისა დათვალიერების ოქმი, აღრიცხვის უწყისი დგება მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის, მონიშვნისა და რაოდენობის განსაზღვრისათვის.
2. დათვალიერების ოქმს, აღრიცხვის უწყისს ადგენს მართვის ორგანო, ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. მართვის ორგანო ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ მწვანე ნარგავებისა დათვალიერების ოქმს, აღრიცხვის უწყისს.
4. ჭრა ხორციელდება მხოლოდ მართვის ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის შემდე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 56, №11, 21.04.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.159.016533 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5787409/muxli-56/